ისტორია

 

შ.პ.ს. GFM Studio წარმოადგენს საპროდიუსერო კომპანიას, რომელიც დაფუძნდა 2007 წელს და მიზნად ისახავს მრავალფეროვანი მხატვრული პროექტების განხორციელებას და ფართო მაყურებლის წინაშე კინოეკრანების, ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით წარდგენას. მისი არსებობის რამდენიმე წლიანი ისტორიის განმავლობაში სტუდია ახერხებს შემდეგი სახის პროდუქციის შექმნას: მხ. ფილმი, დოკ. ფილმი, ანიმაცია, სატელევიზიო რეკლამა, სარეკლამო ფილმი, სოციალური რეკლამა, მუსიკალური კლიპი, თრეილერი და ა.შ.

წარმოება

ჩვენი პროფესიული კინოსერვისები მოიცავს ფილმის იდეების და სცენარების პროექტირებას, დაგეგმარებას, ბიუჯეტის შედგენასა და განვითარებას, კინოწარმოების ყველა ეტაპს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სპეცეფექტებს, სატელევიზიო და სათეატრო საერთაშორისო დისტრიბუციას. სტუდიის საქმიანობაში ასევე შედის Blue-Ray და DVD დისკების ინტერაქტიული მენიუების შექმნა და დაპროგრამება.

ახალგაზრდა კინოხელოვანების წახალისება

მიუხედავად ჩვენი მიზანმიმართულობისა პროდუქციასა და დისტრიბუციაზე, GFM Studio აქტიურად ზრუნავს დამწყებ კინომოღვაწეთა საერთაშორისო წახალისებაზე. შესაბამისად, სტუდიას აქვს საგანგებო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს, დამწყებ კინომოღვაწეებს, მსახიობებსა და სცენარისტებს.

კინოინდუსტრიების მოდერნიზაცია პერსპექტიული მარკეტის მქონე ქვეყნებში

სტუდია აქტიურად არის ჩართული პერსპექტიული კინოინდუსტრიების საკითხებში და ხელს უწყობს შესაბამის ქვეყნებში ადგილობრივი კინოინდუსტრიის მოდერნიზაციას კინოწარმოებისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებებით და ინტელექტუალური საკუთრების კანონების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციით.

მიმდინარეობს ადგილობრივი კინოგაქირავების ქსელების ხელშეწყობა, რათა მოხდეს უცხოური ფილმების ადგილობრივ თეატრებში (შემდეგ ტელევიზიებში და საცალო გაყიდვებში) დისტრიბუცია. დასიტრიბუციო სისტემის განვითარება ქვეყნებს ასევე საშუალებას მიცემს წარადგინოს ადგილობრივი პროდუქცია საერთაშორისო კინო-მარკეტებსა და ფესტივალებზე.

ჩვენი სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს. საქართველოს მდებარეობა და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება სხვა პერსპექტიული მარკეტის მქონე ქვეყნებთან ურთიერთობისათვის დიდ შესაძლებლობს იძლევა.

თანამშრომლობა GFM Filmbridge-თან – ქართული კინოინდუსტრიის ასაღორძინებლად

GFM Studio აქტიურად თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაცია GFM Filmbridge-თან.  ორგანიზაციის მიზანია ქართული კინოინდუსტრიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია, ასევე ადგილობრივი კინოშემოქმედების ხელშეწყობა და თანამედროვე კონკურენტუნარიანი შემოქმედებით-გასართობი ინდუსტრიის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

დამატებითი ინფორმაცია GFM Filmbridge-ის და მისი პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის მიერ ქართული კინოს შესახებ შექმნილ საიტზე GeorgianFilm.com

სტუდიის კლიენტთა რიცხვში შედის: Microsoft Corporation (რედმონდი, ვაშინგტონი), Deloitte Consulting (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი), GlaxoSmithKline, People In Need (Prague, Czech Republic), საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ), თბილისის მერია, Microsoft Georgia, შემოსავლების სამსახური, Redix, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” და სხვა.