Blu-Ray & DVD

Blu-Ray ან DVD დისკის გამოცემა და რეპლიკაცია რთული პროცესია.

ჩვენ ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებით.

გამოცემის ყველა ეტაპზე — დეველოპმენტი, ენკოდირება, დიზაინი და ავტორინგი, რეპლიკაცია — ჩვენი ექსპერტები შეისწავლიან თქვენი პროექტის მოთხოვნებს და  თანამედროვე ინდუსტრიის სტანდარტებისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამის გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ.

დეველოპმენტი და ენკოდირება

Blu-Ray ან DVD მატარებელზე პროდუქციის გამოცემაში ერთ-ერთი უმთავრესი პირობა თავად პროდუქციაა.  ჩვენ დაგეხმარებით მასალის ავტორინგის პროცესისათვის საუკეთესოდ მომზადებაში

ჩვენ ასეგე დაგეხმარებით დისკზე დამატებითი ბონუს-მასალის

მომზადებაში, Bლუ-ღაყ დისკის წარმოების შემთხვევაში სტანდარტული განზომილების გამოსახულების მაღალგანზომილებიან ვიდეოში გარდაქმნაში (HD უპცონვერსიონ), ფერთა კორექციაში, სხვადასხვა ანალოგურ და ციფრულ ფორმატებს შორის ტრანსკოდირებაში, ასევე საფინალო პროფესიულ ენკოდირებაში.

GFM შტუდიო ასევე გთავაზობთ თქვენი მასალის ტრანსკრიფტირებას და ამორჩევადი მრავალენოვანი სუბტიტრების შექმნაში ნებისმიერი მარტივი და კომპლექსური დამწერლობის გამოყენებით.

ჩვენ ასევე საშუალებას გაძლევთ დაურთოთ მასალას დამატებითი აუდიო-ბილიკები, სხვადასხვა ენაზე გახმოვანებების ან დამატებითი საინფორმაციო კვალის სახით.

დიზაინი და ავტორინგი

მენიუსა და გარეკანის დიზანი ასევე მნიშვნელოვანი პროცესია პროფესიული შესახედაობის დისკის გამოსაცემად.

ჩვენი დიზაინერები და ავტორინგის ესპერტები თქვენთან ერთად შეიმუშავებენ თქვენი მოთხოვნების შესაბამის მენიუს დიზაინისა და ინტერაქტიული მულტიმედია კონცეფციას, ასვე გარეკანის დიზაინს.

ავტორინგის პროცესში ჩვენ გთავაზობთ ინტერაქტიული მენიუს შექმნის სხვადასხვა სახის სრულ კომპლექსულ პროგრამირებას, მათ შორის ამორჩევადი კამერის პერსპექტივისა და გამრავლებისგან დაცვის სხვადასხვა მეთოდის (ღჩE, ღეგიონ ჩოდე რესტრიცტიონ, ცოპყ პროტეცტიონ და ა.შ.) მხარდაჭერას.

თქვენს მიერ ამორჩეული სერვისი ფორმატის მიუხედავად თქვენ მიიღებთ მაღალპროფესიულ, თანამედროვე მულტიმედია მენიუს დიზაინს, ნავიგაციის ავტორინგსა და მენიუს სტრუქტურის მაღალხარისხიან ენკოდირებას.

მომავლის სტანდარტი — Blu-Ray Live (Profile 2.0) მხარდაჭერა

ჩვენი აქტიურად ვმუშაობთ ახლად შემუშავებულ BD-Live (Ppofile 2.0) სრული ადაპტაციის სრულყოფაზე.

BD-Live ახლად შექმნილი პროფილია, რომელიც მაყურებელს ახალი განზომილების შესაძლებლობებს თავაზობს, მათ შორის Bლუ-ღაყ დამკვრელის ინტერნეტ-კავშირის საშუალებით დამატებით ინტერაქტიულ შესაძლებლობებს.

BD-Live-ის საშუალებით მაყურებელს შეუძლია ჩამოტვირთოს დამატებითი მასალა,  გამოიყენოს მრავალფეროვანი ფუნქციები, როგორიცაა განაწილებული (პეერ ტო პეერ) კავშირი, მაყურებლების ერთმანეთთან ინტერაქცია, ექსკლუზიურ ონლაინ-ივენთებში მონაწილეობა, თამაშების მხარდაჭერა და მრავალი სხვა.

რეპლიკაცია

მასტერ-ასლის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მისი გადაგზავნა ქარხანაში რეპლიკაციისათვის.

ეს მეთოდი სამომხმარებლო Blu-Ray და DVD დამკვრელებთან, ასევე კომპიუტერებთან, 100%-იან თავსებადობას იძლევა.  რეპლიკაციის ყოველ ეტაპს ჩვენი ექსპერტები მუდმივად ადევნებენ თვალყურს.

შესაბამისი შეფუთვის შემდეგ პროდუქტი მზად იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო დისტრიბუციისათვის.