მუსიკალური კლიპები და რეკლამა

სატელევიზიო რეკლამის ეფექტურობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი: კომპლექსური ზემოქმედება (ვიზუალური და ხმოვანი) და საშუალება სრულიად მოიცვა მაყურებელი. სარეკლამო რგოლის საეთერო დრო საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს მაყურებლის მიერ ინფორმაციის მიღების დრო და გათვლილია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ ინფორმაციას კონკრეტული სამიზნე ჯგუფი. თუ თქვენ სწორად დაგეგმავთ სარეკლამო რგოლის შინაარსს, მისი განთავსების ადგილსა და დროს, თქვენი წარმატება ძალიან მოკლე დროში  შესამჩნევი გახდება.

(ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენი რეკლამის განთავსება სხვადასხვა სატელევიზიო არხზე).

ვიდეორეკლამა — მაყურებელზე ძლიერი ზემოქმედების საშუალება.

კარგი გამოსახულება, რომელსაც ერთვის ეფექტური ხმა, არის ბერკეტი კომპანიის, პროდუქციის, თუნდაც საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

რეკლამის ფორმა და შინაარსი ქმნის შეუდარებალ იმიჯსა და რეპუტაციას.

კომერციული სარეკლამო რგოლის დანიშნულებაა მოხდეს კონკრეტული შენაძენის გაკეთება კონკრეტულ ადგილას. საიმიჯო რგოლი კი ქმნის დადებით გამწყობას გარკვეული მარკის, პროდუქტის მიმართ, და  მას ცნობადს ხდის.

სარეკლამო საინფორმაციო სიუჟეტი

ასეთ სიუჟეტს იყენებენ მნიშვნელოვანი მოვლენის–პრეზენტაციის, ახალი გამოფენისა  თუ მაღაზიის, დაწესებულების, სერვის ცენტრის გახსნის შემთხვევებში. სიუჟეტი (რეპორტაჟი) არის ერთგვარი არაპირდაპირი რეკლამა, სადაც ხდება კომპანიის  სრულად წარდგენა. ასეთი სიუჟეტის ქრონომეტრაჟი ჩვეულებრივ 1 ან 2 წუთია, თუმცა დამკვეთის სურვილისამებრ შეიძლება ქრონომეტრაჟი გაიზარდოს. ასეთი სიუჟეტის დამზადებისას სასურველია მოლაპარაკება შედგეს იმ ტელეკომპანიასთანაც რომელშიც დაიგეგმება  სიუჟეტის გაშვება, რათა არ მოხდეს შეუთავსებლობა თქვენსა და ტელევიზიის ინტერესებს შორის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი და ტელევიზიის ინტერესების თანხვედრას.

მუსიკალური რგოლი

მუსიკალური რგოლის წარმოებისას, მთავარ კომპონენტად რჩება მუსიკა და მისი წარმოჩენა ვიზუალურად საინტერესო სახით.

ჩვენი შემოქმედებითი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს კომპოზიტორთან და შემსრულებელთან. მუსიკალური კონტენტის საფუძველზე იქმნება სცენარი და თავიდანვე კეთდება სამონტაჟო ტემპორითმული გათვლები.

სტუდიას კლიპის ვიზუალური ნაწილის გადაღება-მონტაჟის გარდა, შეუძლია თავიდანვე ჩაერთოს მის სტუდიურ ჩაწერაში.

სტუდიას მუსიკალური კლიპის წარმოებისთვის გააჩნია ყველა ტექნიკური საშუალება.

ითანამშრომლეთ ჩვენთან და თქვენ კმაყოფილი დარჩებით ჩვენი ორგანიზებულობითა და შემოქმედებითი უნარებით.

სოციალური რგოლები

სოციალური რგოლები ხშირად გხვდებათ სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში. მათი მეშვეობით ხდება სათქმელის მიწოდება მაყურებლამდე მცირე დროის ინტერვალში. ის ეფექტური იარაღია მაყურებელზე ზემოქმედების მოსახდენად.

სტუდიის შემოქმედებითი ჯგუფი მზადაა დამკვეთის ინტერესების შესაბამისად, წინასწარ გათვალოს სამიზნე აუდიტორია, გავრცელების არეალი, მთავარი მესიჯები, და ა.შ, რის შემდეგაც დამკვეთს სთავაზობს სოციალური რგოლის მონახაზის რამდენიმე ვარიანტს, რომელთა შერჩევის შემდეგ, კეთდება კონკრეტული კადრირება, სასურველი გადასაღები გარემოსა და მსახიობთა შერჩევა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ თანხმედბა დეტალები დამკვეთთან, რათა ჩამოყალიბდეს რგოლის ზუსტი პროექტი.

შემდეგადაც იქმნება სრულფასოვანი გადაღებული მასალა, მონტაჟდება, სპეციალურად იქმნება მუსიკა რგოლისთვის, მზადდება გრაფიკული ჩანართები და საბოლოო პროდუქტი კიდევ ერთხელ თანხმდება დამკვეთთან.

ჩვენ ვპოულობთ ოქროს შუალედს მაყურებლის აღქმას, დამკვეთის სურვილებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს შორის.

შეკვეთის დამზადების ვადები განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით.