კორპორატიული ფილმები

საპრეზენტაციო-საიმიჯო ფილმი – ესაა შეთავაზება კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. იგი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა წარმოაჩინოთ თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები, პროდუქცია და გააცნოთ მომხმარებელს თქვენი წარმოების თავისებურებები თუ პრიორიტეტები. ფილმი მოიცავს სრულ ინფორმაციას კომპანიაზე. წარმოაჩენს მისი განვითარების დინამიკას. შესაძლებელია ჩართული იყოს ინტერვიუები ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან. კორპორატიული ფილმის მეშვეობით მარტივად და ეფექტურად ხდება პარტნიორების, კლიენტების, ინვესტორების ინფორმირება და რეკლამირება.

საქმიანი შეხვედრების, ბრიფინგების, კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების, საქმიანი აქტივობის დროს ხშირად ჩნდება  მათი გადაღების აუცილებლობა. წერილობითი მასალა ვერ ახდენს მაყურებელზე ისეთ ზემოქმედებას, როგორც მაღალხარისხიანი ფოტო და ვიდეოგამოსახულება. ასეთი გადაღებები ქმნიან თქვენი კომპანიის სახელს, კორპორატიულ იმიჯს.