Digital Cinema Package (DCP — ციფრული კინოპაკეტი) 35მმ კინოფირის ციფრული ალტერნატივაა. DCP-ს მხარდაჭერა და მასზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს თეატრებში და კინოფესტივალებზე საგრძნობლად გაიზარდა.
DCP პაკეტი შეგიძლიათ კინოთეატრს ან ფესტივალს გადასცეთ, რათა თქვენი ფილმი, თრეილერი ან სხვა აუდიოვიზუალური მასალა პროექტორის საშუალებით უმაღლესი ხარისხით აჩვენოს.
DCP-ს 35მმ კინოფირთან მიმართებაში მრავალი უპირატესობა გააჩნია.
- იგი სტანდარტიზებული ფორმატია (რომელიც ექვსი უდიდესი კინოსტუდიის კონსორციუმის მიერ შეიქმნა), რაც ნიშნავს, რომ თუ პაკეტი სპეციფიკაციების მიხედვით, სტანდარტულად არის დამზადებული, მას მსოფლიოს უმეტესი კინოთეატრი და ფესტივალი უპრობლემოდ აჩვენებს.
- DCP-ს დამზადება ხშირად 80%-90%-ით იაფია, ვიდრე 35მმ კინოფირის დაბეჭდვა. ასევე ბევრად იაფია დამატებითი ასლების დამზადება.
- DCP სუბტიტრირების მოქნილ საშუალებას იძლევა. კინოფირის შემთხვევაში კი ეს პრობლემატურია და ხშირად კინოფირზე სუბტიტრების ამოტვიფვრას („ამოწვას“), ან, ციფრული ტიტრების დამზადების შემთხვევაში, კინოთეატრს უნდა გააჩნდეს სუბტიტრების პროეცირების ცალკეული ციფრული სისტემა. DCP ამ ყველაფერს არ საჭიროებს.
- ფირისგან განსხვავებით, მრავალჯერადი გამოყენებისას DCP არ კარგავს ხარისხს (არ „ცვდება“ და არ იკაწრება).
- შესაძლებელია DCP-ს შიფრაცია, რაც ნიშნავს, რომ მასალის პროეცირება მხოლო კონკრეტულ პროექტორზე იქნება შესაძლებელი.
- DCP-ს გააჩნია სამგანზომილებიანი (3D) გამოსახულების მხარდაჭერა.
GFM Studio DCP-ს დამზადების მრავალფეროვან მომსახურებას გთავაზობთ.
- ჩვენ ნებისმიერი გავრცელებული ფორმატის HD, 2K, 4K ან თუნდაც 3D მასალისგან DCP ფორმატის დამზადება.
- ასევე შესაძლებელია არსებული DCP პაკეტის ხელახალი პაკეტირება, შესაბამისი ცვლილებებით (მაგ. სუბტიტრების დამატება, ხმის ბილიკის ჩანაცვლება და ა.შ.)
- DCP პაკეტის შიფრაცია, რის შედეგადაც მასალის პროეცირება მხოლოდ კონკრეტულ პროექტორზე იქნება შესაძლებელი.
- ხარისხის კონტროლის და მონაცემთა დაცვის სტანდარტების მხარდაჭერა.
- დამზადებული მასალა შესაძლებელია მოთავსდეს იდუსტრიაში გავრცელებულ დაცულ მყარ დისკზე, ან შიფრაციით გადაიგზავნოს სასურველ დაცულ სერვერზე, ინდუსტრიაში გავრცელებული ელექტრონული მასალის სწრაფი და დაცული ტრანსფერის ტექნოლოგიების გამოყენებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ GFM Studio იცნობიერებს სათეატრო პროეცირებისათვის მაღალხარისხიანი აუდიოვიზუალური მასალის დამზადებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მონაწილეობას იღებს GFM Filmbridge-ის საავტორო უფლებათა დაცვის ინიციატივაში. თითოეული DCP პროექტეს დაწყებამდე GFM Studio საჭიროებს საავტორო უფლების მფლობელის მიერ გაცემულ შესაბამის ლიცენზიას. ეს პროცედურა თქვენი აუდიოვიზუალური მასალის დაცვისათვის არის განკუთვნილი. |