გადაღება

სტუდია უზრუნველყოფს პრაქტიკულად ყველა ტიპის სატელევიზიო და ვიდეოგადაღებას. 11 წლიანმა გამოცდილებამ მოგვცა გადაღებების ორგანიზებისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე, პროფესიონალი თანამშომლების დიდი არჩევანი (კვალიფიკაციისა და უნარების მიხედვით).

წლების განმავლობაში სტუდია მუშაობდა შემდეგი ტიპის პროდუქტებზე: დოკუმენტური და სასწავლო-შემეცნებითი ფილმები, სატელევიზიო გადაცემა, სარეკლამო კლიპები, მუსიკალური კონცერტები და კლიპები, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და კორპორატიული ფილმმები.

ტექნიკური შესაძლებლობები:

  • 10 სატელევიზიო კამერა – Full HD (სრული კომპლექტაცია);
  • 4 პროფესიული კამერა 4K. (სრული კომპლექტაცია);
  • სტუდიური განათება;
  • მიკროფონები: მიმართული ვიწროკუთხიანი (ე.წ. ბუმი), დისტანციური სამკერდე; ხელის დისტანციური და კაბელიანი მიკროფონები;
  • აუდიოჩამწერები: 24 bit. 96 KHz;
  • ვიდეოგამოსახულების ჩამწერები: FHD, Ultra HD 4K;
  • საკონტროლო მონიტორები;
  • ამრეკლები და გადაღებისთვის საჭირო სხვა აქსესუარები.