მონტაჟი

მონტაჟი ის თემაა, რომელშიც შეიძლება სტუდიის საუკეთესოდ წარმოდგენა.

11 წლიანი მუშაობის მანძილზე სტუდიის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები მუდმივად მუშაობდნენ სხვადასხვა აუდიოვიზუალური პროდუქციის მონტაჟზე. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა გაცდენილი ერთი კვირაც კი.

სტუდია გთავაზობთ გამოსახულების და ხმის მონტაჟს თანამედროვე ციფრული (არამიმდევრობითი) ტექნიკური საშუალებებით.

მონტაჟი შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც Mac OS X ისე Windows სისტემებზე სხვადასხვა სამონტანტჟო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. შესაძლოა გავრცელებული ფორმატის გამოსახულების  HD, SD, 2k, 4K მონტაჟი.

სტუდიაში მომუშავე სპეციალისტებს აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა როგორც გამოსახულების, ისე ხმის მონტაჟის სრულყოფისა, ყოველგვარი ხარისხობრივი დანაკარგების გარეშე.

ნამუშევრებში გამოსარჩევია რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების პროდუქტის მონტაჟი:

  • სატელევიზიო;
  • მხატვრული კინოფილმი;
  • დოკუმენტური ფილმი;
  • ანიმაციიური ფილმი;
  • მუსიკალური კლიპი;
  • სოციალური კლიპი;
  • სასწავლო-შემეცნებითი ფილმი;
  • სარეკლამო-საიმიჯო ფილმი;
  • ორგანიზაციის საიუბილეო ფილმი.

მრავალკამერიანი გადაღებული მასალის მონტაჟი:

  • კონცერტი;
  • ღონისძიებები;
  • სპექტაკლი;
  • სპორტული შეჯიბრი;

სტუდიას გააჩნია პოსტპროდაქშენის შემადგენელი კომპონენტების სერვისიც:

ხმისა და გამოსახულების კორექციები, აუდიო ჩაწერა-დამუშავება, მონტაჟი და მიქსირება.