სოციალური მედიასოციალური მედიის ინდუსტრია კომუნიკაციებში მსოფლიო ლიდერი გახდა. მის მიმართ მზარდი ინტერესი აქვთ ქართულ წარმატებულ ორგანიზაციებსაც, თუ სწორად შეაფასებთ მომხმარებელზე სოციალური მედიაარხების მნიშვნელობასა და გავლენას, მიხვდებით, რომ ეს სფერო წარმატების საწინდარია.
რას წარმოადგენს სოციალური მედია? ეს ონლაინკომუნიკაციის ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მუდმივად ჩართული იყვნენ მათთვის საინტერესო თემების შეფასებასა და განხილვაში. მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის სოციალური მედიის არჩევა ნიშნავს მომხმარებლების გაზრდილ რაოდენობასა და ფინანსურ ეფექტს.
სოციალური მედის სახეობებია: სოციალური ქსელები, მულტიმედია, ბუკქმარკინგი, პოდკასტი, ვიკი, ბლოგები, მიკრობლოგები და სხვა. საქართველოში სოციალური ქსელები და მულტიმედია უკვე დიდ ინტერესს იწვევს, ხოლო თითოეული მათგანი კი, განსხვავებული ტიპის კომპანიას შეეფერება: სოციალური ქსელები (Facebook, Twitter, Instagram და სხვა) – შეეფერება კომპანიას, რომელსაც სურს ფანების ინტერაქციის გზით შექმნას პლატფორმა, სადაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ერთმანეთთან ექნებათ კომუნიკაცია. კომუნიკაციის პროცესი უწყვეტი, რეგულარული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი კარგავს გვერდის მიმართ ინტერესს, იკლებს ჩართულობის კოეფიციენტი და სოციალური მედიააქტივობა არამიზნობრივი ხდება. მარკეტინგის მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამიჯვნა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ სოციალური მედია ძლიერი ინსტრუმენტია თქვენი ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ გთავაზობთ თქვენი სოციალური ქსელისთვის კონტენტის შექმნას და მართვას. ჩვენი კრეატიული ჯგუფი ყოველდღიურად დაამყარებს სწორ კომუნიკაციას თქვენს მომხმარებლებთან, გამოიყენებენ წერით, აუდიოვიზუალურ, ტექნიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. შევქმნით სარეკლამო კამპანიას, რომელიც შეაფასებს თუ რა ასაკის, სქესის, ინტერესების, საცხოვრებელი ადგილისა და ასე შემდეგ, იქნება თქვენი სამიზნე აუდიტორია, რაც ამ სფეროში ერთ ერთი ძლიერი ინსტრუმენტია. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისა და ტექნიკური საშუალებებით შესაძლებლობა გვაქვს გავიდეთ მაქსიმალურ შედეგზე. |