ცოცხალი ეთერი და სტრიმინგი

ცოცხალი ეთერი თანამედროვე სატელევიზიო და ინეტრნეტ სივრცის შემადგენელი ნაწილია. ის პრაქტიკულად დაგვიანების გარეშე უზრუნველყოფს მიმდინარე მოვლენის ტრანსლირებას. მიუხედავად იმისა, ყავს თუ არა ბევრი დამსწრე კონკრეტულ ღონისძიებას, პირდაპირი ეთერით შიძლება  ადგილისა და არეალის შეზღუდვის გარეშე, გადაიცეს სიგნალი მსოფლიოს ნებსმიერ წერტილში და მოიკრიბოს დიდძალი აუდიტორია.

სტუდია ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურადაა დატვირთული სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ გაკეთებული გვაქვს უამრავი სხვადასხვა ტიპის ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია:

  • პოლიტიკური ღონისძიებები
  • კონფერენციები
  • საერთაშორისო ფორუმები
  • სატელევიზიო შოუები
  • კონცერტები
  • ორგანიზაციების პრეზენტაციები
  • კორპორატიული ღონისძიებები
  • სადღესასწაულო ღონისძიებები
  • ბიზნეს შეხვედრები
  • ლექციები

განსაკუთრებით დიდი გამოცდილება გვაქვს სპორტული თამაშების ტრანსლირებაში. ამ დროის მანძილზე გაკეთებულია სპორტული პირდაპირი ეთერები (ჯამში 450-მდე):

  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • ფუტზალი
  • წყალბურთი
  • ფარიკაობა
  • ტანვარჯიში
  • სათხილამურო შეჯიბრ

მხოლოდ საფეხბურთო მატჩის ტრანლირების რაოდენობა დღეისთვის 370-ს აჭარბებს.

გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება ისეთ სპორტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: UEFA, FIBA, და სხვა.

სტუდიას გააჩნია სამი მოძრავი სატელევიზიო სისტემა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის: მაღალი ხარისხის კამერებით, პირდაპირ ეთერში ნებისმიერი წინასწარ დამუშავებული გამოსხულების ჩასმის, ადგილობრვად აუდიო- ვიდეოსიგნალის სხვადასხვა მონიტორზე გაშვების (მათ შორის, როგორც მასტერ სიგნალის, ისე ნებისმიერი კამერის, დამუშავებული ვიდეოკლიპისა და გრაფიკული ჩანართების), მასტერ სიგნალის ჩაწერის (Full HD, 4K), თითოეული კამერის გამოსახულების ჩაწერის (მომავალში მათი გადამონტაჟების მიზნით).

სტუდიის ტენიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა კამერის სიგნალის დიდ მანძილზე გადაცემისა, რასაც უზრუნველყოფს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომუნიკაცია.

ცოცხალი ეთერის დროს რეჟისორს აქვს ორმხრივი კავშირი ოპერატორებთან, რაც გამორიცხავს მუშაობის ხარვეზს.

სატელევიზიო ტრანსლირების პარალელურად აქტიურად ვითარდება ინტერნეტ-სტრიმინგი, რაც დღეს მცირე დანახარჯებით დიდი აუდიტორიის მოზიდვის საშუალებას იძლევა. ამ მეთოდით ინტერნეტში მიწოდებული სიგნალი გადაიცემა პირდაპირ და იმავდროულად იწერება ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა youtube, facebook, ან ნებისმიერი სხვა სერვერზე (მოთხოვნისამებრ).  გარდა პირდაპირ ეთერში ყურებისა, მაყურებელს შეუძლია იმავდროულად გადაახვიოს უკვე განვლილი დროის ინტერვალში ან ნახოს ღონისძიების დასრულების შემდეგ. ჩვენი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად რამდენი პლატფორმაზე მაუწყებლობა და ასევე, ორიგინალი მასალის ჩაწერა, რაც მისი რედაქტირებისა და შემდგომში ატვირთვის/ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. ჩაწერა შეიძლება როგორც საუკეთესო, ისე კომპრესირებულ (მცირე) ხარისხში, დამკვეთის სურვილის მიხედვით.

კამერების რაოდენობა შეიძლება იყოს 1-დან 10-მდე.

ღონისძიების პირდაპირი სატელიტური თუ ინტერნეტ ტრანლირებისას ხშირად ვიყენებთ დამატებით საშუალებებს: საოპერატორო კრანს, სტედიკამს, დრონს, ურიკა-რელსს და სხვა.

ყველა შემთხვევაში შეგვიძლია მულტიენოვანი მაუწყებლობა, რაც გულისხმობს ორიგინალი ხმის მიწოდების პარალელურად სხვადასხვა ენაზე თარგმანის ინტეგრაციას.

ჩვენს პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა ისეთი ტექნიკური დავალებისა, რომელიც ვერ გადაჭრილა და განხორცილებულა.