გახმოვანება

პროდუქციის საერთაშორისო დისტრიბუციისათვის, ასევე უცხოური პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე დისტრიბუციისათვის გახმოვანება აუცილებელი კომპონენტია.

მიუხედავად იმისა, ფილმის საერთაშორისო დისტრიბუციის ქსელში გაშვებას აპირებთ, ფესტივალზებზე აგზავნით თუ უცხოური პროდუქციის ადგილობრივ მაყურებლამდე მიტანა გსურთ, გახმოვანება მნიშვნელოვანია ფილმის მაყურებლის მშობლიურ ენაზე წარსადგენად.

გახმოვანება ფილმის ლოკალიზაციის პოპულარული მეთოდია დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.  ამისათვის ხორციელდება დიალოგის ტრანსკრიფტირება, თარგმნა, რედაქტირება, ხოლო შემდეგომ ორიგინალი ხმების მაგვარი ხმის მქონე მსახიობების გამოყენებით დიალოგის გახმოვანება და ტუჩის მოძრაობასთან სინქრონიზაცია.

ფილმის საწყისი ხმაურების და მუსიკალური ეფექტების შესანარჩუნებლად ხშირად საჭიროა დამატებითი რემასტერინგი.

ეს მეთოდი ბევრად უფრო დიდ ადამიანურ და დროით რესურს საჭიროებს, ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე სუბტიტრირების მეთოდები და სრულად ახშობს ორიგინალში არსებული მსახიობების ხმას.

უმეტესი ქვეყნა უცხოენოვანი ფილმების დისტრიბუციისას სუბტიტრირების მეთოდს იყენებს, თუმცა უცხოენოვანი საბავშვო ან ანიმაციური ფილმის დისტრიბუციისას თითქმის ყველგან გახმოვანებას მიმართავენ.

სტუდიაში გახმოვანებული ფილმები:

  • “ნაძარცვის კვალაკვალ” (დოკ. 65 წთ. რეზო თაბუკაშვილის ფილმი)
  • “ფუტკრის დუმილი” (დოკ. 54 წთ. ა.შ.შ NAთUღE) შ.პ.ს “თაფლიკაცი”
  • “საბჭოთა ისტორია” (დოკ. 86 წთ. ა.შ.შ) საქ. განათლების სამინისტრო
  • “ბრისტოლის ველოსიპედების პროექტი” (დოკ. 35 წთ. ა.შ.შ) PIN  დაკვეთა
  • “ხიდი ვადიზე” (დოკ. 55 წთ.  იზრაელი) PIN დაკვეთა
  • “ბურმა ვი-ჯეი” (დოკ. 84 წთ. დანია) PIN  დაკვეთა
  • “შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან” (დოკ. 36 წთ. ა.შ.შ) PIN  დაკვეთა
  • “ლიბერიელი რკინის ქალბატონები” (დოკ. 60 წთ. კანადა) PIN  დაკვეთა
  • “მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარდი” (დოკ. 28 წთ. ჩეხეთი) PIN  დაკვეთა
  • “სადგურ ლენინგრადსკის ბავშვები” (დოკ. 35 წთ. პოლონეთი) PIN  დაკვეთა
  • “ბელორუსული გაკვეთილები” (დოკ. 26 წთ. პოლონეთი) PIN  დაკვეთა
  • “სანტას სახელოსნო” (დოკ. 32 წთ. შვედეთი) PIN  დაკვეთა
  • “ბედნიერების მტრები” (დოკ. 58 წთ. დანია) PIN  დაკვეთა
  • “ჟირაფი წვიმაში” (ანიმაცია, 12 წთ. საფრანგეთი.) PIN  დაკვეთა
  • “ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა” (დოკ. 30 წთ. კანადა) PIN  დაკვეთა
  • “მფრინავი ანა” (დოკ. 21 წთ ჰოლანდია ) PIN  დაკვეთა
  • “მარტინი მოჩვენება” (დოკ. 28 წთ. ნორვეგია) PIN  დაკვეთა
  • “ბავშვთა უფლებები” (დოკ. სერია 18 წთ. ჰოლანდია) PIN  დაკვეთა
  • “სკეიტესტანი” (დოკ. 9 წთ. ინგლისი) PIN  დაკვეთა
  • “კომპანია Mიცროსოფტ-ის დაკვეთით 40 სასწავლო მოკლე ვიდეოფილმი
  • ქართულ ენაზე გახმოვანდა UშAID-ის დაკვეთით გადაღებული ფილმები “რჩევები თხილის მოყვანის შესახებ” და “ღვინო და სული, განათლების ხელშეწყობა”

ასევე სოციალური რგოლები, რეკლამები და სხვა.